პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი დღეს გამოსცა.
შეწყალებული 155 მსჯავრდებულიდან 105 სრულად არის შეწყალებული და საპატიმროებს დღეს დატოვებს, რაც შეეხება დანარჩენ 50-ს, მათ სასჯელი შეუმცირდათ. სრულად შეწყალებული 105 მსჯავრდებულიდან 8 ქალია.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ 21-22 თებერვალს სულ 1178 პირის საქმე განიხილა.
მისივე განმარტებით, შეწყალების აქტი შეეხო “ბევრ მუხლს”.
“ეს არის როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, თუმცა შეწყალება განზრახ ჩადენილ დანაშაულს არ შეხებია”, – აღნიშნა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზების გარეშე მოგზაურობას შეძლებენ
შემდეგი სტატიაომბუდსმენი ადიგენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს