,,პრეზიდენტის შენიშვნები ეყრდნობა ვენეციის კომისიის დასკვნას”

„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეყრდნობა ვენეციის კომისიის დასკვნას“ – საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი არასამთავრობოების პოზიციას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობოებს მიაჩნიათ რომ ვენეციის კომისიის პრინციპული შენიშვნები პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა და სახეზეა პოლიტიკური გარიგება.

“დიფერენცირებული კვორუმის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მეშვეობით იქნა შეთავაზებული, რომ კვორუმი იქნას დაწეული და ამ ნაწილში არის გაზიარებული ვენეციის კომისიის დასკვნა. ის წუხილები რომელიც არა სამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, შეიძლება ამას არ ემთხვეოდეს, შეიძლება ემთხვეოდეს. მაგრამ პრეზიდენტიც მოტივირებული შენიშვნები ეყრდნობა ვენეციის კომისიის დასკვნას“ – განაცხადა ბოძაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ბოძაშვილს ეხმაურება და მას ტყუილში ადანაშაულებს.

“ლევან ბოძაშვილი ამ შემთხვევაში იტყუება. ეს არის გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილებით ლეგიტიმაციას მისცემს არა კონსტიტუციურ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში. ხოლო დანარჩენ ნაწილებში საქართველოს პარლამენტი დათმობს პოზიციებს პრეზიდენტის სასარგებლოდ. ამით ხეირობს ორივე და არ ხეირობს საზოგადოება და საქართველოს კონსტიტუცია“ – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაში“დღეს პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემის გაძლიერებას“
შემდეგი სტატია“მიწევს ერთი და იგივეზე საუბარი და თქვენც აგრძელებთ ერთი და იგივე კითხვის დასმას”, – კახა კალაძე კორცხელზე