პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯები გაწეულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და ციფრები სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც

წარმოდგენილი ხარჯები და ციფრები არის გაწეული სახელმწიფო დაცვის სამსახურის და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, შესაბამისად, ეს ციფრები იყო სრულიად სიურპრიზი ჩვენთვის, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოქვენებულ ინფორმაციას, პრეზიდენტის სასახლის ხარჯებთან დაკავშირებით.

“ისევე, როგორც თითოეულ თქვენგანს და საზოგადოებას, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს თითოეული თეთრის ეფექტიანობა, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ არის გაწეული”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირება 2 წლის განმავლობაში (2015-2016 წლებში) 4 541 589 ლარი დაჯდა, საიდანაც ყველაზე მეტი კომუნალური ხარჯია, – ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიკომერციულ ბანკებში 1 დოლარის შესაძენად 2.76 ლარზე მეტია საჭირო
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა