პრეზიდენტის სასახლეში მარგველაშვილისა და საპარალამენტო უმრავლესობის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

მარგველაშვილისა და საპარალამენტო უმრავლესობის წევრების პირისპირ შეხვედრა დაიწყო. პრეზიდენტის სასახლეში, საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. უმრავლესობის წევრები გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს გააცნობენ, რომლის შეცვლას, პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.

გიორგი მარგველაშვილთან იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ხელმძღვანელები.

თუ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ბარიერის დაწევასა და კონსტიტუციიდან ბლოკების ამოღების საკითხზე მოტივირებულ შენიშვნებს გააგზავნის, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს და ვეტოს არ დაძლევს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას
შემდეგი სტატიაროგორ დავიცვათ თავი ფინანსური პირამიდისგან-ეროვნული ბანკის აქცია