პრეზიდენტის პოზიცია იყო ოქტომბრის მეორე ნახევარი, პრემიერის იყო დასაწყისი

„პრეზიდენტის პოზიცია იყო ოქტომბრის მეორე ნახევარი, პრემიერს პოზიცია იყო დასაწყისი და შემდგომ 8 ოქტომბერი განისაზღვრა საბოლოო თარიღად,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„8 ოქტომბრის შეცვლა არ განიხილება. თავდაპირველად პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, იყო ის, რომ ეს ყოფილიყო ოქტომბრის მეორე ნახევარში. მაგრამ, ვინაიდან საჭიროა აქტის კონტრასიგნაცია, ამ კუთხით საჭიროა პრემიერს თანხმობა აქტზე,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, კონსულტაციების შედეგად, ჩამოყალიბდა, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს.

გიორგი აბაშიშვილმა არჩვენების თარიღი დანიშვნის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერი განისაზღვრა აპრილში, რადგან მეტი დრო ყოფილიყო საარჩევნო კამპანიისთვის და პოლიტიკურ პარტიებს მეტი დრო ჰქონოდათ.

აბაშიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის და პრემიერის კომუნიკაცია ყოველთვის არის კონსტრუქციული.

„ყოველთვის ძალიან მეგობრულ გარემოში მიმდინარეობს ხოლმე სხვადასხვა ტიპის საუბრები, ასეთივე შეთანხმება შედგა. ძალიან სამწუხაროა, როცა პრეზიდენტის და პრემიერი თანხმდებიან და შემდგომ ხდება გადაწყვეტილება ისე, რომ შეთანხმება იცვლება,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვლიმა.

banner
წინა სტატიაშიმე არ ვისურვებდი მათ ტყავში ყოფნას იმიტომ, რომ მათ მიმართ არის აგრესია – ალექსი პეტრიაშვილი ქართულ ოცნებაზე
შემდეგი სტატიაეს არ არის ამომრჩევლის კაპრიზი, ეს არის ამომრჩევლის განაჩენი – გაბაშვილი NDI-ის კვლევების შესახებ