პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი ამ დრომდე უცნობია

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

მ დრომდე უცნობია მივა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში. რეგლამენტის მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური მოხსენება თებერვლის დასაწყისში უნდა წარადგინოს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერჯერობით მიღებული არ არის და კონსულტაციები გრძელდება, თუმცა, პარლამენტი მზად არის პრეზიდენტს პირველივე სხდომებზე მოუსმინოს, ან მისთვის მისაღებ დროს.

„პარლამენტი მზად არის იმისათვის, რომ პრეზიდენტს მოუსმინოს პირველივე კვირაში. თუ ამის მზაობა იქნება პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ორმხრივი კონსულტაციების შედეგად. ჩვენ მოვუსმენთ მას მაშინ, როდესაც ის და პარლამენტი იქნებიან მზად. იმის თაობაზე თუ როდის მოხდება პრეზიდენტის მოსმენა, ახლო მომავალში გახდება ცნობილი,“ – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

საგაზაფხულო სესია მუშაობას 7 თებერვალს დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო სკანდალი – ქართველი ჯარისკაცის პირადი მონაცემები რუსეთის ხელში
შემდეგი სტატიახანძარი ბაგებში – დაზარალებულია ერთი ოჯახი