პრეზიდენტის მოწვევით, დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს, 17:00 საათზე დაიწყება, სადაც ოთხ საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის შედის: შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; საქართველო-ნატო; რეფორმები თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება – ერთიანი ეროვნული მიდგომა“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

banner
წინა სტატიაშიძალიან სამწუხაროა თუ “რუსთავი 2”-ის მესვეურებს ადარდებთ, რომ ზეწოლა ვერ განახორციელეს ამ მოსამართლეებზე – ალექსანდრე ჯეჯელავა
შემდეგი სტატიაბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს