პრეზიდენტის მიმართვა კონგრესს – ოპოზიცია ინიციატივას მიესალმება

ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მიესალმება. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისკენ მოუწოდა.
„დღეს შეიქმნა საქართველოსთვის ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ჩვენი საკითხების და პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლების და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი არ გამოვა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების მწვავე აუცილებლობას. სამი კვირა გავიდა და პარლამენტს ჯერაც ვერ მიუღია სანქციების პაკეტი. სანქციების პაკეტის არმიღების შემთხვევაში, თეორიული შანსიც, რომ ამ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს საკითხი მოხვდეს არ იარსებებს,“ – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობა “ევროპული საქართელოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა.
„განსაკუთრებით მისასალმებელია პრეზიდენტის ეს განცხადება პრემიერის განცხადების ფონზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ხაზს ატარებს, რომელიც პასუხისმგებლობას ხსნის რუსეთს, ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს,“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისჯობს პრეზიდენტმა თავისი დღის წესრიგს მიხედოს – გოგიჩაიშვილი
შემდეგი სტატიააშშ-ში “ყველაზე აუტანელ ბიზნესმენს” 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს