“პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული” – არჩილ თალაკვაძე

“პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული,“- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. მან აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მოხსენებაში მნიშვნელოვან საკითებზე არ ისაუბრა.

“პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან მოკლე გამოსვლა, ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა, რომ ის ისაუბრებდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე,“- აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა არ ისაუბრა საქართველოს თავდაცვაზე, ჯარისკაცებზე, თავდაცვისუნარიანობაზე, მან არაფერი თქვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე. მისი განცხადებით, მარგველაშვილისგან საკმარისი ინფორმაცია ვერ მოისმინეს აშშ-სა და ევროკაშირთან სტრატეგიული თანმშრომლობის, პერსპექტივების შესახებ. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მარგველაშვილს ახალ კონსტიტუციაზე არაფერი უთქვამს.

„მან გააკეთა აქცენტები, რომ 2012 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაიმარჯვა და ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, როდესაც ამას ამბობდა პრეზიდენტი, გამიჩნდა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება და დაპირებები დაავიწყდა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხალხს მისცა. არ უსაუბრია რა გააკეთა პრეზიდენტმა, როგორც ნეიტრალურმა ზეპარტიულმა ფიგურამ იმისთვის, რომ მეტი კონსოლიდაცია მომხდარიყო,“- აღნიშნა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა​
შემდეგი სტატია„პარტიას შიგნით აქვს პრობლემები და ქვეყნის პრობლემებზე რანაირად უნდა იზრუნოს“ – აბაშიშვილი პრეზიდენტის მოხსნებას აფასებს