პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იგეგმება

“თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარ არის.

მისი თქმით, პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ბრეგაძის თქმით, იმისთვის, რომ პრეზიდენტი იქნას გადაყენებული, შესაბამისი პროცედურები განხორციელდება, ასევე დაიწყება საპროტესო აქციები.

“მარგველაშვილმა, რომელიც გუშინდელი დღიდან აღარ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სულში ჩააფურთხა თავის ნახევარ მილიონ ამომრჩეველს. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, მარგველაშვილი აღარ ითვლება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ხოლო იმისთვის, რომ მისი გადაყენების პროცედურა განვახორციელოთ, სამართლებრივ გზას და მძლავრ საპროტესტო აქციებს მივმართავთ”, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ბრეგაძის აღნიშნული განცხადება ქორწინების საკითხზე რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიღებულ გადაწყევტილებას მოჰყვა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის გამართვას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს ცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა. რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს – თანახმა ხართ თუ არა, რომ ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტის ქმედებები სრულიად ადეკვატური იყო”- სერგო რატიანი ქორწინების საკითხზე საუბრობს
შემდეგი სტატიასოფელ შაქრიანში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს