პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა

გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს შეხვდა, შეხვედრისას საუბარი შეეხო დღეს ინტერნეტში გავრცელებულ მასალას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა:

„მნიშვნელოვანია რომ უსწრაფესად იქნას აღნიშნული დანაშაული გამოძიებული, შესაბამისად დაისაჯოს დანაშაულში მონაწილე თითოეული პირი. ამავდროულად თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა ვაჩვენოთ სრული მიუღებლობა ამ დანაშაულის მიმართ. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არათუ ხელი არ შევუწყოთ მსგავსი ტიპის დანაშაულის გავრცელებას და ტირაჟირებას, არამედ ვაჩვენოთ ნათელი მესიჯი ყველას, რომ შეუძლებელია მსგავსი დანაშაულით მოხდეს, რაიმე ფორმით ვინმეზე მანიპულირება“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშირამდენიმე წუთში “თავისუფალი დემოკრატები” საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარე ფარული ვიდეომასალის გავრცელებას “ფეისბუქით” ეხმაურება