პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტიებს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმში ჩართვისკენ მოუწოდებს

ჩვენ ყოველთვის მძაფრად ვაკრიტიკებდით ყველა ტიპის ძალადობას. შესაბამისად, მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და შეუერთდნენ მემორანდუმს.

„მემორანდუმი შესაძლოა, არ იყოს ყველაფრის გარანტი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა მეტი შეთანხმებისა და დიალოგისაკენ, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშათ. ჩვენ უნდა შევძლოთ არჩვენების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება“,-აღნიშნა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენამდე ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატია“საგზაო ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ელემენტი იქნება ჩვენი სატრანზიტო-ისტორიული ფუნქციის აღდგენისას”