„პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარტიები და ექსპერტები დესტრუქციულ გეგმაზე შეთანხმდნენ“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ექსპერტები, დესტრუქციული გეგმის შემუშაოვებაზე საუბრობდნენ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტავმჯდომარემ აღნიშნულის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა:

„რამდენიმე დღის წინ ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს პარტიებთან, ექსპერტებთან კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე და ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ თუ როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც შეთანხმდნენ, სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები. იმედია, რომ ეს გეგმა ძალაში არ დარჩება, თუმცა შეთანხმება ამასთან დაკავშირებით შედგა, რაც არის სრულიად შეუთავსებელი, საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციებთან, როლთან,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ითანამშრომლოს პარლამენტთან და საკონსტიტუციო კომისიასთან.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, დაუდგეს გვერდით საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, რაც არის მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. იმედი გვაქვს, რომ აქ კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებელი გარკვეული კონსესუსის მიღწევა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

banner
წინა სტატიაშიპოლიციის და გარემოვაჭრეების დაპირისპირება მერიასთან
შემდეგი სტატიასოფელ ლიაში ივანე ქარდავას სახლის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა