პრეზიდენტი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს გმობს

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი შეიარაღებული დაჯგუფებებისა და საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს გმობს.

ამის შესახებ მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მოქმედებები რეალურ საფრთხეს უქმნის მოქალაქეებსა და ქვეყნის სტაბილურობას.

„სამწუხაროდ გრძელდება გატაცებების სერია ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორი ასეთი შემთხვევა მოხდა. პრეზიდენტი გმობს საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს, შეიარაღებული დაჯგუფებებისა და საოკუპაციო ძალების მიერ. ასეთი მოქმედებები არათუ ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში“, – განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები მათემატიკური ფორმულის გამოყენებით გაყალბდა
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების განცხადება არანაირ თანხვედრაში არ არის „თავისუფალი დემოკრატების” პოზიციასთან”