პრეზიდენტი პოროშენკო ,,ბათუმის პროცესის,, მონაწილეებს შეხვდა…

პრეზიდენტი პოროშენკო ,,ბათუმის პროცესის,, მონაწილეებს შეხვდა...

 

პრეზიდენტი პოროშენკო ,,ბათუმის პროცესის,, მონაწილეებს შეხვდა...ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოებმა დაიწყეს პროცესი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დეინიუს ჟალიმასმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

„საკონსტიტუციო სასამართლოები გულგრილნი ვერ იქნებიან. წელს ჩვენ დავიწყეთ ე.წ. ბათუმის პროცესი, სადაც განვიხილეთ რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია ყირიმის ანექსიის მიმართ, მათ შეეძლოთ გაეჩერებინათ ანექსია, მაგრამ არ გააკეთეს. – ჩვენი გადავწყვეტილებით, უნდა ვიყოთ ჩუმად“ – თქვა ჟალიმასმა.

„აგრესიის აქტი და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ, ყოველ შემთხვევაში, მოსამართლეების მხრიდან მაინც – დაამატა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ალექსანდრუ ტენასემ. მან გამოთქვა იმედი, რომ  ამ პოზიციას და მემორანდუმს, რომელიც გმობს რუსეთის  საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებებს, მხარს დაუჭერს სხვა ქვეყნის იურისტებიც.“

2014 წლის 19 მარტს, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, რომ  საერთაშორისო ხელშეკრულება ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე შეესატყვისება კონსტიტუციას.  რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით, ამ საკითხის განხილვა არ იყო საჯარო, „ყირიმის და სევასტოპოლის  ირგვლივ შექმნილი რთული სიტუაციის გამო“.

ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ერთი დღით ადრე დაიდო, რომელსაც რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ყირიმის პარლამენტის სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინოვმა, ყირიმის ხელისუფლების მთავრობის მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა და სევასტოპოლის მერმა ალექსეი ჩალიმ.

2015 წლის ივნისში, მომხმარებლის უფლებების დაცვის საზოგადოების უფროსმა მიხეილ ანშაკოვმა და მისმა თანამებროლებმა ვალერი ოტსტავნიხმა და კონსტანტინე სელიოზნოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცეს საჩივარი. ისინი მოითხოვდნენ შეემოწმებინათ, რამდენად შეესაბამება ყირიმის მიერთება რუსეთის შემადგენლობაში კონსტიტუციის  მეოთხე ნაწილის, 15 მუხლს (საერთაშორისო სამართლის  პრიორიტეტი) და 2 ნაწილის 16 მუხლს (კონსტიტუციური წყობის ურყევობა).

მაგრამ კონსტიტუციურმა სასამართლომ არ მიიღო საჩივარი. ხოლო კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 19 მარტს, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, მოსამართლეთა ერთხმოვანი გადაწყვეტილებით, კონსტიტუციურად სცნო რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების საერთაშორისო ხელშეკრულება, რითაც რუსეთის სახელმწიფომ უკრაინული ტერიტორიის ანექსია, იურიდიულად გააფორმა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიპუტინი ერდოღანზე: არაფერია მუდმივი მთვარის ქვეშეთში…
შემდეგი სტატიაერდოღანი ობამას დათანხმდა… თურქეთს ერაყიდან ჯარები გაჰყავს…