პრეზიდენტი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი ბეატა მარია შიდლოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბეატა მარია შიდლოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.

“თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ არჩევნებში კანონისა და სამართლიანობის პარტიის გამარჯვებასა და პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე არჩევას. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მინდა გამოვხატო პოლონეთისადმი ჩემი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები, თქვენს მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური მილოცვის წერილში.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი გაიხსნება
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმმა სოფელ კნოლევის მკვიდრი დააკავა