პრეზიდენტი პარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის მომხრეა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის მომხრეა. მისი თქმით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინიციატივით პარლამენტისთვის მიამრთვას აპირებს:
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას გამოსვლის ტექსტთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით დებატებისთვის, დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ ფონზე როდესაც პოლიტიკური დისკუსია ქვეყანაში კლებულობს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პარლამენტის ფუნქციაზე, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი სწორედ ის ადგილია სადაც პოლიტიკური დისკუსია უნდა ისმოდეს, უნდა იყოს მსჯელობა პოლიტიკურ თემებზე, რაც ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკურ კულტურას და მე ვიქნებოდი მოხარული, რომ ის რაც აქამდე ვერ ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას თან სდევდეს დებატები, აი ეს ტრადიცია შედგეს და ჩვენ გვექნება ეს ინიციატივა, რომ პარლამენტმა ამ გამოსვლის ირგვლივ მოაწყოს დებატები.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში„IRI-ს ციფრები ჩემში დიდ ნდობას არ იწვევს“ – ალექსანდრე ჯეჯელავა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება რეიტინგებში რომ ლიდერობს, ახალი ამბავი არ არის“ – მიხეილ გიორგაძე IRI-ს კვლევებზე