გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

prez1პრეზიდენტმა საკონსტიტიციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

ცნობისათვის, 3 ივნისს იწურებოდა ვადა, როდესაც პრეზიდენტს ხელი უნდა მოეწერა, ან ვეტო დაედო კანონპროექტისთვის.

კანონპროექტის თანახმად, თავისი 10–წლიანი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში, მოსამართლეს არ აქვს უფლება, რომ ახალ საქმეებში მიიღოს მონაწილეობა, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო დავებს, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იმპიჩმენტს ან საქმეების დასაშვებად მიღებას.

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ “ევროპული გადმოსახედიდან, სამთვიანი პერიოდის შემოღება დაუსაბუთებელი ჩანს“.

ამჟამინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ერთის გარდა, ყველა წევრი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არის დანიშნული. მხოლოდ ერთი წევრი, მერაბ ტურავა აირჩია მოქმედმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

მოქმედი 9 მოსამართლიდან, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს 4 წევრს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ეწურება. მოსალოდნელი ოთხი ვაკანტური ადგილიდან კი, ორი პრეზიდენტმა უნდა შეავსოს საკუთარი კვოტით, ერთი უზენაესმა სასამართლომ და ერთიც პარლამენტმა აირჩიოს.

ცნობისათვის, ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მიიღო.

https://youtu.be/V5zoSHWo5Wk

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ბიზნესი
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს