პრეზიდენტი მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მისი ოჯახისწევრებს და თეატრალურ საზოგადოებას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიუსამძიმრა, სადაც მსახიობ გივიბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

„ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმკარგს, რაც ჩვენშია. ძალიან დიდი სიყვარული და სინანულია დღეს ჩვენში.

გივი ბერიკაშვილი არაჩვეულებრივი მსახიობი და ძალიან სწორი მოქალაქე იყო. იგი ყოველთვის იდგა საზოგადოებისგვერდით და ამას აკეთებდა უაღრესად მშვიდად, საკუთარი ერის სიყვარულით.

მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს“, – განაცხადა გიორგიმარგველაშვილმა.

სამოქალაქო პანაშვიდზე გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან დაპოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი ხარშილაძის საქმის ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: „მსახიობების სუბსიდირება არის მავნებლობა!“