პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვისი მეშვეობითაც აფხაზეთში დაღუპული გმირები ჩამოასვენეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვით, ამ ჰუმანური აქტით დიდი ტკივილი, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ, ცოტათი მაინც შემსუბუქდება.

„დღეს მშობლიურ მიწას საბოლოოდ მივაბარეთ 25 გმირი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ერთიანობასა და თავისუფლებას.

მათი თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის.

ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა და ძალისხმევა არ დააკლო, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო.

მიხარია, რომ ამ ჰუმანური აქტით ის დიდი ტკივილი, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ ცოტათი მაინც შემსუბუქდება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სჯერა, რომ ნატო, როგორც უსაფრთხოების ეფექტიანი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს მისი წევრების სტაბილურობასა და მშვიდობას
შემდეგი სტატიაუკრაინული მასმედია: სააკაშვილის მომხრეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწარმოებენ