საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო.
ამ უმძიმეს წუთებში, ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
დაშავებულ სამხედრობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არიან დაშავებულები.