პრეზიდენტი იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო.

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ნინო სურგულაძეს წარმატება პირადად მიულოცა. ცნობილმა მეცო-სოპრანომ საპატიო სტუმრებისათვის რამდენიმე ქართული და იტალიური საოპერო არია შეასრულა.

ღონისძიებას, რომელიც იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი იტალიელი მედიკოსების ჯგუფი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშისპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი პრიზები აღარ დაიბეგრება
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვედნენ