პრეზიდენტი დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა.
გიორგი მარგველაშვილს ასპინძის, ნინოწმინდის და ახალციხის რაიონებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც ,,კონსტიტუცია ყველასია“ ასევე „მოითხოვე ქართულის“ კამპანიის ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ვარძიას ეწვევა და 2016 წლის 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებულ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს დაათვალიერებს.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა 2016 წლის 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კედლის მოხატულობის კვლევა, კედლის ფრესკების ზედაპირული გაიწმინდა ჭვარტლისაგან, მოხდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.

კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში კი, პრეზიდენტი ფოკას ეწვევა, დედათა მონასტერში შექმნილ ნაწარმს დაათვალიერებს, სოფელ წნისში კი, მეცხოველეობის ფერმას მოინახულებს.

საპრეზიდენტო კამპანიით „მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

28 აპრილს გიორგი მარგველაშვილი ახალციხის უნივერსიტეტებში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიების ფარგლებში სტუდენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან გამართავს შეხვედრას და საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ირგვლივ დებატებს გამათავს.

banner
წინა სტატიაში“უნდა დავცინო ნაცმოძრაობას”-სესიაშვილი პროკურატურაში საჩივარს დღეს შეიტანს
შემდეგი სტატიაშსს-მ დმანისში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო