პრეზიდენტი დავით რაქვიაშვილზე: ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დავით რაქვიაშვილი, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნა, თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია.

როგორც პრეზიდენტმა წარდგენისას განაცხადა, რაქვიაშვილს აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის.

„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი დავით რაქვიაშვილი. დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. მას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და გამომდინარე აქედან, აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე, რუსულ მხარესთან ურთიერთობის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, რაქვიაშვილთან ახლო ურთიერთობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.

„მე და დავითი ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს. ის იყო გამგეობის წევრი. ამ თვალსაზრისითაც სერიოზული გამოცდილება გააჩნია. გვაქვს ახლო ურთიერთობის 30 წლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და 4 შვილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მიესალმება
შემდეგი სტატიადავით რაქვიაშვილი: უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა