პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაიკეტა

უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა უკვე გადაიკეტა და ირგვლივ, მთელ პერიმეტრზე, ნაციონალური გვარდია გამაგრდა, მათ მობილიზებული აქვთ სამხედრო ტექნიკა. როგორც უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები წერენ, მსგავსი რამ „მაიდანის” დღეებშიც არ მომხდარა. მათი თქმით, მობილიზებული სამხედროების რაოდენობა ოფიციალურ აღლუმზეც კი არ უნახავთ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციას მართავს კიევში. სააკაშვილმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვაც გაავრცელა.

 

 

 

 

 

 

 

https://youtu.be/ZmXK0TII86U

banner
წინა სტატიაში“მეც” – ქალები სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს