(+ვიდეო) “პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით იყო”

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან პარტიის წარმომადგენლების შეხვედრაზე, საუბარი იმ შეკითხვებთან დაკავშირებით იყო, რაც დღეს გაჩნდა.

ხათუნა სამნიძემ პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტია” და კოალიცია, თანამშრომლობას პარტნიორულ რეჟიმში აგრძელებს.

მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორპარტიულ შეთანხმებასაც, რომლის დეტალებიც, მისი თქმით, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

“საუბარი იყო იმ საკითხებზე, რა საკითხებთან დაკავშირებითაც, დღეს შეკითხვები გაჩნდა. კონკრეტულად, თავად პრემიერის განცხადებაზე. გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ პოზიციები და ვაგრძელებთ თანამშრომლობას სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში. შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო სამომავლოდ ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე, ამ შეთანხმების დეტალებიც გახდება ცნობილი, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის თემაზე შეთანხმებას, რაც მიგვიყვანს არჩევნებამდე სტაბილურ გარემოში. გვეცოდინება თანამშრომლობის დეტალები და ის კონკრეტული საკითხები, რაზეც იქნება ეს ორი პარტია შეთანხმებული”,- განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ, დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით შედგა.

კოალიციაში, “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას პრემიერ-მინისტრი დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეებს სადაო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრემიერ მინისტრი და კოალიციის ლიდერი, ცვლილებებს განახორციელებს.

https://www.youtube.com/watch?v=MRVRg6XgOpo

banner
წინა სტატიაშიპრემიერთან შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელს კომენტარი არ გაუკეთებია
შემდეგი სტატია(video)გოგა ხაინდრავა: “შენი საქმე არ არის, მე სად ვიჯექი და რას ვლაპარაკობდი”-დაპირისპირება “მაესტროს ფაქტორში”