პრემიერთან დღევანდელ თათბირზე გადაწყდება, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში

პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ თათბირზე გადაწყდება, მინისტრთა კაბინეტის რომელი წევრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც.

„პრემიერ-მინისტრთან თათბირზე, შიდა კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ ვინ იქნებიან ის მინისტრები, რომლებიც პარლამენტში წავლენ. რაც შეეხება დებატებს, ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, ხოლო თუ რა საკითხები იქნება წამოწეული, თავად ის პროცესი გვიჩვენებს, რომელიც პარლამენტში გაიმართება“, – განაცხადა გიორგაძემ.

საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილისთვის არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიარა ჩადებას! – აქცია დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გაიამართება
შემდეგი სტატიადღეს პარლამენტში საგზაო მოძრაობის შესახებ კანონზე იმსჯელებენ