პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მინისტრებს უფლებამოსილება შეუწყდათ

დღეიდან მთავრობის ყველას წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. საქართველოს კოსნტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრემიერმინისტრი თანამდებობას დატოვებს ავტომატურად უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება და ისინი მინისტრის მოავალეობის შემსრულებლები გახდებიან.
პრემიერის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის შესახებ და არა უგვიანეს 7 დღის ვადისა, უნდა დაასახელოს კანდიდატი.

შემდეგი ნაბიჯია პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის ფორმულირება.

ამის შემდეგ უკვე პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. ახალ სამთავრობო გუნდს პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის თანამდებობა ან ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: არ მიყვარს სიტყვა გამოვრციხავ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ არის