(+ფოტო) პრემიერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლა

 

1საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მათ გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლა.
„ეს არის მართლაც უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც რამდენიმე ათეულმა მილიონმა ადამიანმა თავი გასწირა მომავალი თაობისთვის, რათა ფაშიზმი აეცილებინა. ჩვენ ქედს ვიხრით იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც სიცოცხლე დადო სამსხვერპლოზე და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა მოვეფეროთ და ყურადღება გამოვიჩინოთ ჩვენი თანამემამულეების მიმართ, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით არიან. სახელმწიფომ სპეციალური ფინანსური პაკეტი შეიმუშავა დახმარების კუთხით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, სხვადასხვა პროგრამებისა და პაკეტების სახით, ვითანამშრომლოთ მათთან. ეს ადამიანები დღესაც არიან ძალიან მხნედ, არიან შემართებით და რომ რაღაც გააკეთონ თავიანთი ქვეყნისთვის და ჩვენ მათ ამის საშუალება უნდა მივცეთ,“ – განაცხადა პრემიერმა ვეტერანებთან შეხვედრაზე.

2345

banner
წინა სტატიაში„ქალი უნდა იყოს „კუხნაში“, თუ იქ მაინც გამოდგება“- მეჭიაური ხიდაშელზე
შემდეგი სტატიავაკის პარკში “თავისუფალი ზონის” წევრებმა ხალხს გეორგიევსკის ლენტები ჩამოართვეს