პრემიერმა ცერცვაძის საქმეზე პირველი განცხადება გააკეთა

ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის, გიორგი ცერცვაძის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს მთავრობის მეთაური. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქათველო საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს. პრემიერმა ოპონენტებზე ვრცლად ისაუბრა.

“საქათველო საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს, მით უმეტეს, ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე, აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არის ყოველწუთიერ კონტაქტზე უკრაინის გენერალ პროკურორთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე ისე გადაწყდება, რომ ბატონი ცერცვაძე რუსეთზე გადაცემული არ იქნება.

“მთავარი აქ სულ სხვა რამ არის, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ვიმყოფებოდეთ, მათ რა თქმა უნდა, საკუთარი ტელევიზია აიყოლიეს, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არსამთავრობო სექტორის ნაწილი, უნდათ, რომ მუდმივად მთავარი დღის წესრიგიდან ამოგვაგდონ და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევალნი.

“ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაზე, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს პროვოკაციას წამოაგო რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო, უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივისცემლობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ციხეში ჩახოცეს, რომლებმაც გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს, კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტეს, ეს ადამიანები გვდებენ ბრალს სამხედოების უპატივცემულობაში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართული ლეგიონის მებრძოლის მტერი რუსეთისთვის გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი
შემდეგი სტატიაკიევის სააპელაციო სასამართლო დღეს გია ცერცვაძის ადვოკატის საჩივარს განიხილავს