“პრემიერის მხრიდან, აღარ იქნება მითითება – დაიჭირეთ, ნულოვანი ტოლერანტობა “

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

“არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე”.

ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით.

“არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე, ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და წარსულს ჩაბარდა, რაც ძალიან კარგია. გამოძიება მიმდინარეობს, ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცენდენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მკაცრი რეაგირება, რაც კი შეგვეძლო გაგვეკეთებინა. გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითება, დააკავეთ, დაიჭირეთ, ნულოვანი ტოლერანტობა, ასეთი რაღაცები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება. დასჯელი, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტი”.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ასეთი წერილი ყველას სჭირდება, ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო
შემდეგი სტატია„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს