პრემიერის განცხადებით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ავტობუსის ფასზე არ აისახება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქციზის ზრდა მუნიციპალურ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის – ავტობუსების ფასზე არ აისახება.

პრემიერის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის – ავტობუსების საფასურის სუბსიდირება, იქ მოხდება, სადაც მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიები ფუნქციონირებს, ისე, რომ აქციზის ზრდამ ავტობუსების საფასურის ზრდა არ გამოიწვიოს.

როგორც პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობრუდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშისიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სახლი აშენდება
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა