პრემიერის დავალება დროული იყო, მოსახლეობის მხრიდან ამ საკითხზე წუხილი პერიოდულად ისმის

თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ დედაქალაქში არსებულ ღამის კლუბებში, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით, კანონი უნდა იყოს დაცული.

როგორც მან პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, საკითხის შესწავლა და შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, მისი მოგვარება დროულად უნდა მოხდეს.

„დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან პერიოდულად ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი. ვფიქრობ, პრემიერის დავალება დროული იყო, იმისთვის, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, დროულად იქნეს შესწავლილი და აღკვეთილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში ქართველი არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, რის გამოც, იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ.

პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, აღნიშნული პრობლემით დაინტერესდეს.

banner
წინა სტატიაშიგუკა რჩეულიშვილი პროკურორებს: ყველანაირად ვცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის პირობა შეგექმნათ
შემდეგი სტატიამარია გაბრიელი : ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს