პრემიერი შესაძლოა “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს და თანამდებობაც შეინარჩუნოს

“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი შესაძლოა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყოს.
“კურიერში” გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი გუნდს გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსში მალე შესაბამისი ცვლილება შევა, რომელიც იურიდიულმა კომიტეტმა უკვე მოამზადა, ამ ცვლილების თანახმად პრემიერმინისტრს არჩევნებში მონაწილეობისთვის თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს.
როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განმარტა, ასეთი ცვლილება სამთავრობო გუნდმა იმისთვის შეიმუშავა, რომ არჩევნების დროს გაუგებარი სიტუაცია არ შექმნილიყო და ქვეყანა მთავრობის ხელმძღვანელის გარეშე არ დარჩენილიყო.

დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად ცესკო-ში ქართული ოცნების დარეგისტრირების შემდეგ პრემიერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკურმა ლიდერმა და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამისს საარჩევნო სუბიექტს ისე წარუძღვეს.

საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას, რასაც მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ქვეყნის სტაბილურობისათვის საზიანოდ მიიჩნევს.

 

banner
წინა სტატიაში“მაესტორო” 7 მილიონ დოლარად გაიყიდა-ვინ არის ტელეკომპანიის მფლობელი?
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი