„პრემიერი საუბრობდა ვირტუალურ წარმატებებზე,” – დავით ბაქრაძე პრემიერის სტრასბურგში გამოსვლას აფასებს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

„პრემიერი საუბრობდა ვირტუალურ წარმატებებზე, რომლის უკანაც დგას საქართველო, სადაც ხალხს აქვს უამრავი პრობლემა,“ – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლას.

დავით ბაქრაძის აზრით, კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში კონფრონტაციული ტონი აირჩია.

„პრემიერი საუბრობდა ვირტუალურ წარმატებებზე, რომლის უკანაც დგას საქართველო, სადაც ხალხს აქვს უამრავი პრობლემა მე ძალიან ვწუხვარ, რომ პრემიერმა აირჩია თავის გამოსვლაში დაპირისპირების ტონალობა, რაც ზოგადად ამ კედლებში ითვლება ძალიან ცუდ ტონად,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება თავისუფალი დემოკრატების წევრს ირაკლი ჩიქოვანს, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ისიც კრიტიკულად აფასებს პრემიერის გამოსვლას და აცხადებს, რომ კვირიკაშვილმა მის შეკითხვას არ უპასუხა.

„კითხვა, რომელიც მე დავსვი სასამართლოს თავისუფლებასთან და სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებით, დარჩა უპასუხოდ,“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში“პრემიერის პასუხი არადამაჯერებელია,“ – თაქთაქიშვილი “რუსთავი 2-ის” შესახებ პრემიერის განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატია„პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა,” – ზვიად კვაჭანტირაძე