პრემიერი: სანდრო ჯეჯელავა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შემომატება ჩვენი გუნდისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა განათლების ახალ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავაზე საუბრით დაიწყო.
მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტს ახალი წევრი წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„სანდრო ჯეჯელავა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შემომატება ჩვენი გუნდისთვის, ის არის ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური ადამიანი და მინდა, ყველა თქვენგანმა იგულოთ იგი, როგორც თანამებრძოლი და თანამოაზრე“, – მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

banner
წინა სტატიაში“მის აშშ” შავკანიანი გახდა
შემდეგი სტატიაისლამისტებმა იეზიდები სექსზე უარის თქმის გამო ცოცხლად დაწვეს