პრემიერი: ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეროვნულ ბანკთან ერთად ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება. ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოაგდოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრს დაავალა, რომ ციმციმებიანი ავტომანქანების მოძრაობა მაქსიმალურად შეიზღუდოს
შემდეგი სტატია2017 წლის იანვარში მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შედის