პრემიერი მზად არის ზაზა სარალიძეს “პოლიტიკურად ანგაჟირებული” პირების გარეშე შეხვდეს

პრემიერ-მინისტრი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს შეხვდეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე – ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის კომენტარში. მათივე ინფორმაციით, კვირიკაშვილი მშობლების თანხმობის შემთხვევაში, თანახმაა შეხვედრას სახლახო დამცველიც დაესწროს.
როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველსავე დღეს მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რის შემდეგაც განაცხადა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადადგამდა.
„ამასთან, 1 ივნისს, მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით.
გუშინ კი, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ.
ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში – სახალხო დამცველთან ერთადაც.
მედიას კი, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს აღნიშნული შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები“, -აცხადებენ პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი კუს ტბის ტერიტორიაზე – ლუკა ფეიქრიშვილი ერთ-ერთი შენობიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
შემდეგი სტატიასროლა დოლიძეზე – დაჭრილია მაღაზიის კონსულტანტი