პრემიერი: ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები შედგა.

ამის შესახებ პრემიერმა 2016 წლის შეჯამებისას, ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უკვე შედგა პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მომავალში, ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის“ შესახებ და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მემორანდუმის განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ვიზალიბერალიზაციაზე: უახლოეს დღეებში ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას ველოდებით
შემდეგი სტატიაკახეთში გარეულ ღორებზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს