პრემიერი იორდანიაში „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის“ გახსნას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობს, რომელიც იორდანიაში იმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით იორდანიის პრინცი ალ ჰუსეინ ბინ აბდულა მეორე, ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი და სხვები გამოვიდნენ.

სპიკერებმა რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, ფორუმის გახსნას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი დღეს, იორდანიის მეფესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიქუთაისელები ხეების ჭრას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა