პრემიერი ევროკავშირის საბჭოს 45 მილიონი ევროს გამოყოფისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროკავშირის საბჭოს, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მადლობას უხდის:
“ევროკავშირის საბჭომ მაკროფინანსური დახმარების სახით, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.
საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ნამდვილად შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა.” ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება მმართველ გუნდში -“ქართული ოცნება” გაფართოებული შემადგენლობით შესაძლოა დღეს შეიკრიბოს
შემდეგი სტატია“ბახტაძე კვირიკაშვილის წინააღდეგ” – ოპოზიცია ხელისუფლების შიგნით კიდევ ერთ დაპირისპირებაზე საუბრობს