პრემიერ მინისტრმა სასტუმრო უკომენტაროდ დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” მივიდა. მომხდარი ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მას აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

პრემიერ მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა სასტუმრო “ლეოგრანდი”, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძრის შედეგად, შსს-ს დაზუსტებული ინფორმაციით 11 ადამიანი გარდაიცვალა.

 

banner
წინა სტატიაშიბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი “ლეოგრანდში” ხანძრის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს