პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ეჭვის საფუძველი არ არსებობს

ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

იან კელის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო არის კარგი.

“წინასაარჩევნო გარემო არის კარგი და ჩვენ მოხარულები ვართ ამის გამო. როგორც ვიცი, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებთან – ეუთო-სთან, NDI-სთან და IRI-სთან. ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა იან კელიმ.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრემიერმა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მიმართა.

“მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არავის მივცეთ საბაბი, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას აფხაზი ფერმერებისთვისაც გეგმავს
შემდეგი სტატიააფგან მუხტარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე საქართველოს მთავრობამ უკვე გაატარა შესაბამისი ზომები