პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახლა შემადგენლობას ხვალ დაასახელებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ახლა შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრა და საბოლოო კონსულტაციები მთავრობის წევრებთან დაკავშირებით და ხვალ, დილის 10 საათზე მე ჩავატარებ ბრიფინგს, სადაც უკვე წარმოვადგენ ჩვენს განახლებულ კაბინეტს – 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს შეხვდა
შემდეგი სტატიაპრემიერი – წლის ბოლომდე სხვადასხვა უწყების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება