პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძისა და მიხეილ ჩხენკელის მინისტრებად დანიშვნას დღეს მოაწერს ხელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში მამუკა ბახტაძესა და მიხეილ ჩხენკელს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მირმა მიმდინარეობს.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი წარადგინა.

ბახტაძისა და ჩხენკელის მინისტრებად დანიშვნას პრემიერი დღეს მოაწერს ხელს. არ არის გამორიცხული, პრემიერმა დღესვე მოაწეროს ხელი შს მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას.

ამასთან, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის გამოცხადება სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: პრემიერმა ხალხის სათქმელი თქვა
შემდეგი სტატიარა ცვლილებებს გეგმავს მამუკა ბახტაძე ფინანსთა უწყებაში – მინისტრობის კანდიდატის პირველი კომენტარი