პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნაში, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ოპტიმისტურადაა განწყობილი და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის დღევანდელ მდომარეობაში ნეგატიურს ვერაფერს ხედავს.

“ეს არის ლარის კურსის კორექტირება იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგაშო არ არის. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისათვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა. ვერანაირ საფუძველს იმისა, რომ რაიმე ნეგატიურს ვხედავდეთ ამაში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ვხედავთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.

banner
წინა სტატიაში„მაესტრო“ სტუდია „მონიტორთან“ თანამშრომლობას წყვეტს
შემდეგი სტატია“ამაში საგანგებოს მე ვერაფერს ვხედავ,“-კვირიკაშვილი “გაზპრომზე” საუბრობს