პრემიერ-მინისტრი კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობს.

პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო. ღონისძიება, რომელსაც 150-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა.

მონაწილეებს სიტყვით გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა მიმართეს, რომელიც COP21-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო BMW X6 საპატრულო მანქანაზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კონსტიტუციით დადგენილი ვადების გამოყენების საშუალებას ითხოვს