პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროგრესს

ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროგრესს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრმიერ-მინისტრის თქმით, გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან საინტერესო შეხვედრა შედგა.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა. ბატონმა იუნკერმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაგრძელდეს არსებული ჩარჩოების ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროგრესს. ჩვენ ვაგრძელებთ ორმხრივ სამუშაოებს ევროპულ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრებთან, რათა კონსოლიდირება მოვახდინოთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მორიგი სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენ ამ პროცესს ოპტიმისტურად ვუყურებთ და ვაგრძელებთ მუშაობას მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს მაისში ეწვევა