პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები, თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები და ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

ევროკომისარმა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერია.

მხარეებმა ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების ახალ სფეროებსა და ამ მიმართულებით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ასოცირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა “მაკდონალდსში” ექვსი წლის წინ ნაყიდი “ჰეპპი მილის” ფოტო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბედნიერებისა და ტოლერანტობის მინისტრი ეყოლებათ