პრემიერ-მინისტრი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-21 იანვარს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყება.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტთან, მარიანო რახოისთან. მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს და ქართულ საგამოფენო სივრცეს დაათვალიერებს.

გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, მიწვეულია, მსოფლიო ტურიზმის სავაჭროგამოფენის მონაწილეების პატივსაცემად, ესპანეთის მეფისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სახელით გამართულ მიღებებზე.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებიან.

გიორგი კვირიკაშვილი მადრიდიდან შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. წელს, ფორუმი იმართება დევიზით – “პასუხისმგებლიანი ლიდერობა” და მისი წამყვანი თემა “მეოთხე სამრეწველო რევოლუცია” იქნება.

პრემიერ-მინისტრი, ფორუმზე, მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ევროკომისიის ხელმძღვანელს “სასიამოვნო ბატონი” უწოდა და ის ტუსკში შეეშალა
შემდეგი სტატია(VIDEO) “ნუ ყვირი თუ ძმა ხარ…უზრდელობაში გადადიხარ…ვაფშე რა გინდა ვერ გავიგე?!” – ვოლსკი ჟურნალისტებს ეჩხუბა